воскресенье, 16 мая 2010 г.

суббота, 15 мая 2010 г.

კომპიუტერული თამაშები და ბავშვები

1 .პროექტის სახელი:

კომპიუტერული თამაშები და ბავშვები

2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით :
რა ადგილი უკავია XXI-ე  საუკუნის ბავშვების ცხოვრებაში კომპიუტერს.   რა  დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს კომპიუტერულ თამაშებს.
3. პროექტის სრული აღწერა:
თემის შერჩევა და შესაბამისი კითხვების ჩამოყალიბება.
მოსწავლეები ერთიანდებიან ინტერესების გათვალისწინებით და აყალიბებენ კვლევის გეგმას, სადაც აღწერილია კვლევის პროცესის ყველა ნაბიჯი.
მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას სკოლის მოსწავლეებს შორის ყველაზე პოპულარული კომპიუტერული თამაშის გამოსავლენად და შეეცდებიან დაადგინონ მისი პოპულარობის მიზეზი. აგრეთვე ისინი ჩაატარებენ გამოკითხვას კომპიუტერული თამაშების უარყოფითი მხარის დასადგენად.
მოსწავლეები იკვლევენ კომპიუტერული თამაშების შექმნის ისტორიას, ისინი პასუხობენ კითხვებს: როდის და ვის მიერ შეიქმნა კომპიუტერული თამაშები, როგორი იყო პირველი კომპიუტერული თამაში.
მოსწავლეები გამოიყენებენ ისტ-ს, რაც ხელს შეუწყობს კვლევითი უნარ- ჩვევების განვითარებას.
4. მონაწილეთა ასაკი: 14 წელი
5 .ხანგრძლივობა: 1 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები:
ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, დახარისხება, ანალიზის,  კომუნიკაციის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ- ჩვევის განვითარება. ნამუშევრების განთავსება ბლოგში. ინტერვიუს აღება, ფოტოების მოძიება, სურათების გადაღება. 
ბავშვები იყენებენ კომპიუტერს, ინტერნეტს, პროექტორს, მარკერებს,პრეზენტაციას.
7. მოსალოდნელი შედეგი: Google -ის ფოტო ალბომის შექმნა.    Youtube.com-ზე ვიდეო მასალის ატვირთვა.
8.სამუშაო ენა: რუსული
9.სარგებელი სხვებისათვის:
პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს, რომლებიც არ არიან ჩართული პროექტში,   გაეცნონ მოძიებულ მასალას, ნახონ ფოტოები.
10.საგნებთან /ერ.სასწავლო გეგმ./კავშირი:
ერ.სასწავლო გეგმის მიხედვით  მოსწავლეები იყენებენ სწავლის ყველა მიმართულებასა და სტრატეგიებს:  დიალოგს, ინტერვიუს, მონაწილეობენ ინტერაქციაში, განსაზღვრავენ კითხვის მიზანს.
11.პროექტის ავტორი:ნათელა ფურცელაძე.
12.ავტორის ელ–ფოსტა:     natelapurceladze@gmail.com
13.პროექტის ბლოგი:  natelapurceladze.bligspot.com